ამოდი მთაში ქალაუ შავთვალავ
მუსიკა: ნინო თოფაძე
ამოდი მთაში ქალაუ შავთვალავ
უშენოდ ქალავ, ღრუბლებით დარდობენ
ერთად გავუყვეთ ცხოვრების გზა-სავალს
ქალაუ შავთვალავ
ჯობია დავრჩეთ მზესთან და ცასთანა
ამოდი ჩემთანა
ელვა ხარ ვაჟა, ღრუბლებში ნაქუხი
მოვარდნილ გრიგალს არ შეუშინდები
ვიცი გალაღებს შენ ჩემი ღიმილი
ფიქრებში შენა ხარ
ამ ჭრელი ოცნებით, მეც გეალერსები
ვაჟაუ ელვა ხარ
ქალაუ ეს გული შენია იცოდე
არ მენანება მე შენთვის სიცოცხლე
გზას სუფრას გაგიშლი
ვარსკვლავნი შენ გგვანან
გამყოფებს მზესთანა
იჩქარე ქალო, ნუ დამწვი სურვილით
ამოდი ჩემთანა
/აგრია ღმერთმა გვამყოფოს ერთადა
ლამაზო ჩვენ სულ ერთურთი გვეწადა
სიცოცხლეს შენთან ვისურვებ ხელახლა
ჩემს გულში შენა ხარ
შენსავით ქვეყნად ვერავის ვერ ვნახავ
სიცოცხლე შენა ხარ/